ფესტივალ "არტ-გენის ფარგლებში გამართულ "ქალაქური კრივის" მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიანი 8 მაისს გამართულ კრივში გამარჯვებული კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნების" მებრძოლები: ირაკლი ქოქოსაძე და გიორგი ბებერაშვილი, ზვიად ჯაფარიძე და ზურაბ შავერდაშვილი, გიორგი ლაცაბიძე და ნიკოლოზ მურმანიშვილი, გიორგი საბაური და არჩილ გორხელაშვილი.
შეგახსენებთ, "ქალქური კრივის" პირველი შეხვედრა 8 მაისს, ნარიყალას ციხეზე გაიმართა. ფინალური შეხვედრა კი, გორგასლობას გაიმართება. გამარჯვებული მებრძოლი ჯილდოდ ტიტულს
როგორც ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმომადგენლები აცხადებენ, "ქალაქური კრივის" მიზანია ძველი ქართული ტრადიციების აღდგენა, დაცვა და პოპულარიზაცია.
ქალაქური კრივის ხმარდამჭერები არიან ფესტივალი "არტ-გენი", ღვინის კომპანია "ვაზიანი", მებრძოლების სამედიცინო დამხარებას კი კლინიკა "მედიკლაბ გეორგია" უზრუნველყოფს
აღსანიშნავია, რომ "ქალაქური კრივი" საუკუნეების განმავლობაში თბილისში მცხოვრებთა განუყოფელი ნაწილი იყო. განსაკუთრებით პოპულარული კი, მე-19 საუკუნის თბილისში გახდა. ის ბრძოლის და ძალის გამოცდის ერთგავრ სანახაობას წარმოადგენდა და მასში აქტიურად იყო ჩართული მაშინდელი საზოგადოების ყველა ფენა. ორთაჭალის ბაღებში გამართული კრივი ბევრი ქართველი პოეტის შემოქმედების ნაწილიც კი გახდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როგორც სხვა ბევრი ქართული ტრადიცია, "ქალქური კრივიც" აიკრძალა. ახლა კი, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, მისი აღდგენა კავშირმა "ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ" შეძლო.
24 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ქალაქური კრივის" გარდა, კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება" ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელ წარმოდგენასაც გამართავს. კავშირი უკვე 8 წელია ფესტივალ "არტ-გენთან" თანამშრომლობს და ქართველ მაყურებლს მუდიმავდ სთვაზობს აღდგენილ და გაცოცხლებულ ქართულ საბრძოლო ტრადიციებსა და ბრძოლის ხელოვნებას.