თვითმკლელობა გამორიცხულია

AutoSharing Option
კერძო დეტექტივებმა დაასრულეს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, კანადელი არტურო გატის მკვლელობის გარემოებათა გამოძიება. შეგახსენებთ, რომ მოკრივე 2009 წლის 11 ივლისს ბრაზილიის კურორტ პორტუ-დე-გალიანსში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვნეს. გამომძიებლებმა გამორიცხეს სპორტსმენის თვითმკვლელობის ვერსია. დეტექტივის პოლ სიოლინოს თქმით, გატის თვითმკვლელობა "ფიზიკურად შეუძლებელი იყო". ამის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა თჰე ჟერსეყ ჟოურნალ.

გატის გვამი ნომერში მისმა მეუღლემ ამანდა როდრიგესმა იპოვნა. სწორედ ის იყო თავდაპირველად ეჭვმიტანილი მოკრივის მკვლელობაში, მაგრამ სამი კვირის შემდეგ გაანთავისუფლეს წინასწარი დაკავების საკნიდან, ბრალდება კი მოუხსნეს.

ბრაზილიელმა გამომძიებლებმა გატის დაღუპვა თვითმკვლელობად
გამოაცხადეს. მოგვიანებით ეს ვერსია გაკვეთამ დაადასტურა. სიოლინომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრაზილიელების გამოძიება სრულფასოვანი არ ყოფილა, ექსპერტიზა კი არაპროფესიულად ჩატარდა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვინმე დასახელდეს ეჭვმიტანილად გატის მკვლელობაში, დეტექტივმა უპასუხა - ერთადერთი ადამიანი, ვინც იმ საღამოს მოკრივესთან იყო, მისი მეუღლეა.

სიოლინო და კიდევ ერთი დეტექტივი - ჯოზეფ მოურა მოკრივის მენეჯერმა პეტ ლინჩმა დაიქირავა, რომელიც უკმაყოფილო დარჩა ბრაზილიური პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით. სიოლინო და მოურა ცხრა თვის განმავლობაში იკვლევდნენ ამ საქმეს, ხოლო სრულად გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას 30 აგვისტოს პრესკონფერენციაზე მოუყვებიან.

გატიმ, რომელიც 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, პროფესიულ რინგზე 49 ბრძოლა ჩაატარა და 40 მოიგო, აქედან 31 ნოკაუტით. კანადელი მსოფლიოს ჩემპიონი იყო 50 და 63.5-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ოთხჯერ ბრძოლა მისი მონაწილეობით წლის საუკეთესო შეხვედრად აღიარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული