ქართველმა მოკრივეებმა გეზი ბაქოსკენ აიღეს

AutoSharing Option
26 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ბაქო მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები აზერბაიჯანის დედაქალაქში 10 სპორტსმენით გაემგზავრა.

რამაზ ფალიანის გაწვრთნილები მსოფლიოს პირველობაზე მედლების გარდა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ. ოლიმპიადის საგზურს საუკეთესო რვა მოკრივე, ანუ მეოთხედფინალში გასული სპორტსმენები დაისაკუთრებენ. 

26 სექტემბერი - 8 ოქტომბერი. ბაქო. მსოფლიოს ჩემპიონატი კრივში

საქართველოს ნაკრები
46 კგ
ავთანდილ ჭუბაბრია
49 კგ
სევერიან ჭილაძე
52 კგ
გიორგი კილანავა
56 კგ
ნიკა იზორია
60 კგ
კობა ფხაკაძე
64 კგ
ზაალ კვაჭაძე
75 კგ
ჯაბა ხოსიტაშვილი
81 კგ
ლევან გულედანი
91 კგ
დავით გოგიშვილი
+91 კგ
მიხეილ ბახტიძე

მთავარი მწვრთნელი: რამაზ ფალიანი
მწვრთნელი: თემურ ოჩიგავა

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
წონები მაინც დაწერეტ წესიერად რა არის ამდენი ხარვეზი
boxiora9
14:22 23-09-2011
0

სიახლეები პოპულარული