ჩემპიონი მრჩეველი გახდა

AutoSharing Option
63-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ამირ ხანი დასთანხმდა არგენტინელი მარკოს მაიდანას წინადადებას - ბრიტანელი მოკრივე სამხრეთამერიკელის კონსულტანტი გახდა. 2010 წლის 11 დეკემბერს ხანმა მაიდანა დაამარცხა, რის შემდეგაც არგენტინელმა რამდენჯერმე რევანში მოითხოვა, მაგრამ ბრიტანელი მუდმივად უარს უთვლიდა და მაიდანას სხვა კონკურენტების მონახვას ურჩევდა.

რამდენიმე დღის წინ ხანმა მარკოსს ურჩია ამერიკელ ტიმოტი ბრედლისთან ეჩხუბა, რის შემდეგაც დაფიქრდებოდა მატჩ-რევანშზე. პასუხად არგენტინელმა ხანს კონსულტანტობა შესთავაზა. ბრიტანელმა თანხმობა განაცხადა.

პირველი რჩევა, რომელიც ხანმა მაიდანას მისცა, იმაში მდგომ
არეობს, რომ არგენტინელმა უნდა შეწყვიტოს ისეთ მოკრივეებთან ჩხუბი, რომლებიც არ შედიან პირველი ნახევრადსაშულო წონის საუკეთესო ათეულში.

ხანმა ჩამოთვალა მაიდანას ბოლოს ხუთი მეტოქე და განაცხადა, რომ მათ შორის საუკეთესო - მექსიკელი ერიკ მორალესი BoxRec.com-ის რეიტინგით მე-20 ადგილს იკავებს.

გარდა ამისა, ბრიტანელმა გაიმეორა თავისი რჩევა ბრედლისთან ბრძოლის შესახებ. ამერიკელი WBO-ის ვერსიით ფლობს ჩემპიონის ტიტულს, მაიდანას კი WBA-ის საჩემპიონო ქამარი ეკუთვნის.

თავად ამირ ხანი WBA-ის სუპერჩემპიონია, აგრეთვე IBF-ის ტიტულს ფლობს. ის მორიგ ბრძოლას 10 დეკემბერს ამერიკელი ლამონტ პიტერსონის წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული