"ტყუილი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ მხოლოდ პაკიაოსთან შერკინების მიზნით დავბრუნდი, მაგრამ ფილიპინელთან კიდევ ერთხელ შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს. დიახ, მენისთან ორჯერ წავაგე და ორივე შემთხვევაში – ნოკაუტით. მხოლოდ ჩვენს პირველ ბრძოლაში ვიმარჯვე, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
16:33 18-08-2010
მორალესი პაკმენისთვის არ დაბრუნებულა
AutoSharing Option
სამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონი, 33 წლის მექსიკელი ერიკ მორალესი სამწლიანი პაუზის შემდეგ მარტში პროფესიულ კრივს დაუბრუნდა და რინგზე ფილიპინელ მენი პაკიაოსთან კიდევ ერთ შეხვედრას ლამობს. ეს მოკრივეები ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ და მორალესმა ერთხელ მოიგო, 2005-ში. თუმცა, მას მერე "პაკმენი" საერთოდ აღარ დამარცხებულა.
"ტყუილი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ მხოლოდ პაკიაოსთან შერკინების მიზნით დავბრუნდი, მაგრამ ფილიპინელთან კიდევ ერთხელ შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს. დიახ, მენისთან ორჯერ წავაგე და ორივე შემთხვევაში – ნოკაუტით. მხოლოდ ჩვენს პირველ ბრძოლაში ვიმარჯვე, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
როცა პირველად ვიჩხუბეთ და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოვიგე, ჩინებულ ფორმაში გახლდით და წონასთან დაკავშირებული პრობლემები არ მაწუხებდა. მაშინ მხოლოდ კრივზე ვიყავი კონცენტრირებული. 2006 წელს გამართული წაგებული ბრძოლების დაწყებამდე კი ჭარბმა წონამ დიდი თავსატეხი გამიჩინა. ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩარჩოებში დარჩენა ძალზე ნეგატიურად აისახა ჩემს მზადყოფნაზე, მაგრამ იძულებული ვიყავი, წონა დამეკლო და მეჩხუბა, რადგან წონის თითოეულ ზედმეტ ფუნტზე პაკიაო 500 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას აწესებდა", - იხსენებს ვეტერანი მექსიკელი.
"ტყუილი იქნებოდა, თუ ვიტყოდი, რომ მხოლოდ პაკიაოსთან შერკინების მიზნით დავბრუნდი, მაგრამ ფილიპინელთან კიდევ ერთხელ შეხვედრის დიდი სურვილი მაქვს. დიახ, მენისთან ორჯერ წავაგე და ორივე შემთხვევაში – ნოკაუტით. მხოლოდ ჩვენს პირველ ბრძოლაში ვიმარჯვე, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული