63,5 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენებური პროფესიულ რინგზე 5 ბრძოლიდან 5 მოგებით იწონებს თავს. და აი, პირველად ღვამიჩავას სერიოზული და გამოცდილი მეტოქე ეყოლება - 28 ოქტომბერს შოტლანდიურ ვიშოუში ქართველი 35 წლის იტალიელ ჯუზეპე ლაურის (60 ორთაბრძოლა, 52 მოგება (31 ნოკაუტით) და 8 მარცხი) დაუდგება. ლაური ამ წონაში მსოფლიოში მოწინავე 100-ეულშია, მაშინ როცა ლევანი 140-ე პოზიციაზეა. ეს იქნება ქართველის პირველი 8-რაუნდიანი
3 ოქტომბერს კიევის დარბაზ "ფრისტაილში" ავთანდილ ხურციძემ ამერიკელი ჯეისონ ლე ულიე დაამარცხა. 10-რაუნდიანი ორთაბრძოლა კი იყო დაგეგმილი, მაგრამ "ჩაქუჩამ" მოწინააღმდეგე მე-2 რაუნდში ნოკაუტში გაუშვა. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ხურციძე საერთო რეიტინგში წონაში მე-12-ეა. იმავე დარბაზში სანდრო სიპროშვილმა 8-რაუნდიანი ბრძოლა წააგო უკრაინელ დმიტრო კუჩერთან (ქულებით 72-80, სამივე მსაჯის მიერ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"