კლიჩკო-ბრიგსი დადასტურდა

AutoSharing Option

გერმანული გაზეთი "ბილდი" ადასტურებს, რომ უკრაინელი მძიმეწონოსანი ვიტალი კლიჩკო (40-2, 38 KO) სუპერმძიმე წონაში WBC-ის ტიტულის მორიგ დაცვას 2010 წლის 16 ოქტომბერს გამართავს. ჩემპიონი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, o2 World Arena-ზე შეხვდება WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, ამერიკელ შენონ ბრიგსს (55-5-1, 45 KO). შეგახსენებთ, უფრო ადრე კლიჩკომ უარყო ეს ინფორმაცია.

ოფიციალურად ამ ბრძოლის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, ბილეთების გაყიდვა კი 31 აგვისტოდან დაიწყება. "ბილდს" ვიტალის მცირე კომენტარიც მოჰყავს - 39 წლის უკრაინელი ამბობს, რომ ამერიკელი ძლიერი მოწინააღმდეგეა, რომელსაც თანამედროვე მოკრივეებს შორის

ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა გააჩნია.

38 წლის ბრიგსმა ადრე განაცხადა, რომ კლიჩკოსთან ბრძოლის კონტრაქტი ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გააფორმა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავინ დაადასტურა. ამერიკელი იმუქრება, რომ უკრაინელს პენსიაში გაუშვებს.
ბრიგსი WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი 2006 წელს გახდა. მაშინ მან ბელარუსი სერგეი ლიახოვიჩი დაამარცხა. 2007 წელს კი რუს სულთან იბრაჰიმოვთან ჩხუბში დაკარგა ტიტული. რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს, მან საჩემპიონო ქამრის ბოლო დაცვა 2010 წლის მაისში ჩაატარა და ნოკაუტით დაამარცხა პოლონელი ალბერტ სოსნოვსკი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული