ვალუევმა 13 დოლარი იკმარა

AutoSharing Option
რუსმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ნიკოლაი ვალუევმა პოკერის ოფიციალურ ონლაინ ტურნირში 13 დოლარი მოიგო. 213 სანტიმეტრის სიმაღლის პროფესიონალმა მოკრივემ პოკერში ბედი მეორედ სცადა და მე-11 ადგილიც დაიკავა. პირველ ჯერზე კი ვალუევმა ბრძოლა ადრეულ სტადიაზევე დაასრულა – 25 წუთის შემდეგ შეჯიბრს გამოეთიშა.

თავისი ამ "გრანდიოზული" მოგების შესახებ ვალუევმა საკუთარ ბლოგზეც კი დაწერა, რომელიც თავად მოკრივესა და მის პოკერ-გურუს ილია გოროდეცკის მიყავთ. ვალუევი კმაყოფილი ყოფილა, რადგან არა მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა, არამედ "ორ კვირაში პროფესიონალი პოკერისტების ტერმინოლოგიაც აითვისა".

თავისი შეგირდის თამაშის შეფასებისას გოროდეცკიმ აღიარა,
რომ ვალუევის შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. მწვრთნელმა ისიც დაამატა, მოკრივემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის რუსი გიგანტი ჭBA-ს ვერსიით საჩემპიონო ტიტულს ორჯერ ფლობდა და 2009 წლის ნოემბერში ეს წოდება ბრიტანელ დევიდ ჰეის დაუთმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული