აქაც ვიდეოგამეორებები?

AutoSharing Option

სახელგანთქმული ამერიკელი პრომოუტერი დონ კინგი თავის აზრებს გვიზიარებს პროფესიულ კრივში სავარაუდო ცვლილებების შესახებ. კერძოდ, კინგი ეთანხმება ვიდეოგამეორებების შემოღებას და აგრეთვე ითხოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მსგავსი საკრივო ორგანიზაციის შექმნას, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სპორტის ამ სახეობაში მიმდინარე მოვლენებს.
"ვფიქრობ, მოვიდა ვიდეოგამეორებების დანერგვის დრო, - ამბობს დონ კინგი Fanhouse-სთვის მიცემულ ინტერვიუში. - ხანდახან რეფერის სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დროის უკან დაბრუნება და სიტუაციის თავიდან შეფასება ესაჭიროება. ასევე უცნაურია, რომ პროფესიულ კრივში არ არსებობს ისეთი საორგანიზაციო სტრუქტურა, როგორიც საფეხბურთო ან საკალათბურთო ლიგებს აქვთ. უნდა შეიქმნას

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მსგავსი მსოფლიოს ლიგა. კრივმა არა მხოლოდ პრომოუტერებისა და ტელევიზიის, არამედ საზოგადოების სასარგებლოდაც უნდა იმუშაოს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული