შარშან, სტუმართა სიმრავლის გამო, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ჩატარდა, სპორტის სამინისტროს მიერ ნაჩუქარ ოლიპიურ რინგზე. წლეულს ჭიდაობის დარბაზი სხვა ტურნირის მასპინძლობით იყო დაკავებული და ორგანიზატორებმა შეჯიბრი ვარიანში გადაიტანეს.
"გორში სასტუმროების სიმცირის გამო მონაწილეთა დაბინავება ჭირს, კანდელაკის საკრივო კომპლექსს კი სასტუმროც აქვს და კვების ბლოკიც. წლევანდელ
გაგაცნობთ გამარჯვებულებს
უმცროსი ასაკი (2000-2001 წწ დაბ.): 28 კგ - ნიკა კერესელიძე (ვარიანი), 30 კგ - დავით მაღალაშვილი (გორი), 32 კგ - გიორგი კაპანაძე (ჭიათურა) და გიორგი ბერელაშვილი (გორი), 34 კგ - ვლადიმერ ბერიკაშვილი (ვარიანი) და ნიკა მოდებაძე (ჭიათურა), 38 კგ - ზურაბ მენაბდიშვილი და ალეკო შატაკიშვილი, 42 კგ - ილია მწარიაშვილი (სამივე - გორი);
უფროსი ასაკი (1996-1997 წწ დაბ.): 32 კგ - არსენ ელიზბარიანი (ახალქალაქი), 36 კგ - ნოდარ დარბაიძე (ჭიათურა), 40 კგ - ბექა ლაზარაშვილი (გორი), 41,5 კგ: - ლაშა კობახიძე (გორი), 44,5 კგ - თარაშ კანდელაკი (ვარიანი) და ვალერი ბოყოველი (ჭიათურა), 46 კგ - ავთანდილ თეთვაძე (გორი), 48 კგ - გიორგი ახალკაცი, 52 კგ - გიორგი დოლიაშვილი (ორივე - გორი), 54 კგ - ჯოტო თაბოშვილი (ერედვი), 57 კგ - ვახტანგ გაფრინდაშვილი (ჭიათურა), 60 კგ - ბექა ადუაშვილი, 63 კგ - იოსებ აბულაძე (ორივე - ვარიანი), 66 კგ - რატი ტლაშაძე (გორი), 75 კგ - გიორგი ზედგენიძე (ვარიანი), 78 კგ - პავლე გოგოლაძე (ჭიათურა).
გუნდურ ჩათვლაში საუკეთესო იყო გორის გუნდი, მეორეზე ვარიანის "ჩემპიონი" გავიდა, მესამეზე - ჭიათურა. სპეციალური პრიზი მიიღო გიორგი კანდელაკის ვაჟმა თარაშ კანდელაკმა. სპეციალური პრიზი დააწესა და ლაშა კობახიძეს გადასცა რუისის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა.
ნიშანდობლივია, რომ მამა დავითი (ბერელაშვილი)ადრე გორის კრივის სკოლაში ვარჯიშობდა და საქართველოს ჩემპიონიც იყო. ახლა მუდამ ესწრება შიდა ქართლში საკრივო შეჯიბრებებს. მას შვილიც მოკრივე ჰყავს, რომელსაც გორის კრივის სკოლაში ავთანდილ შოშიაშვილი აოსტატებს, რომელიც ტურნირის გამარჯვებულიც გახდა 32 კგ-ში.
მთავარი მსაჯი იყო ჩვენი ქვეყნის არაერთგზის ჩემპიონი მძიმე წონაში ბექა ლობჟანიძე. მსაჯები რინგზე რესპუბლიკური კატეგორიის არბიტრი ლადო ცაციაშვლი (გორი) და აშოტ ელიზბარიანი (ახალქალქი)იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"