თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე მორიგ ბრძოლას 2012 წლის 5 მაისს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მეივეზერის მენეჯერმა ლეონარდ ელერბემ აცნობა. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის ამერიკელი მოკრივის მოწინააღმდეგის ვინაობა.
სავარაუდო მეტოქეზე ლაპარაკისას ელერბემ განაცხადა, რომ მეივეზერს ფილიპინელ მენი პაკიაოსთან შეხვედრა სურს, რომელსაც ბევრი თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევს.
"ჩვენ თანამედროვეობის უმსხვილესი ბრძოლის ორგანიზების იმედი გვაქვს, - ამბობს ელერბე. - ფლოიდმა ცხადად მიანიშნა ყველას, რომ უნდა გულშემატკივრებს ყველაზე
მეივეზერისა და პაკიაოს ბრძოლაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, მაგრამ რამდენჯერმე ჩაიშალა. მეივეზერი ითხოვს, რომ ფილიპინელმა ბრძოლის წინ და შემდეგ დოპინგ კონტროლი გაიაროს ოლიმპიური წესების მიხედვით. პაკიაო ამ პირობებს არ იღებს.
34 წლის მეივეზერი ამჟამად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია WBC-ის ვერსიით 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. სულ პროფესიულ რინგზე 42 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (26 - ნოკაუტით).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"