ქუთაისური რინგი და ახალი სახეები

AutoSharing Option
ამ დღეებში ქუთაისის სპორტის სასახლეში ახალგაზრდებს შორის კრივში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 107 სპორტსმენი მონაწილეობდა 10 წონით კატეგორიაში. ასპარეზობა განსაკუთრებით წარმატებული ქუთაისელი მოკრივეებისთვის გამოდგა.

მასპინძლებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს. სპორტის სასახლეში გულშემატკივრების მოძალება განსაკუთრებით ნახევარფინალებიდან დაიწყო. ახალგაზრდა მოკრივეებმა მაყურებლებს იმედები არ გაუცრუეს და მათ საინტერესო ორთაბრძოლები შესთავაზეს.

ნახევარფინალური წყვილებიდან, აღსანიშნავია 75კგ. წონით კატეგორიაში პაატა ადუაშვილისა (გორი) და თევდორე კანდიაშვილის (გურჯაანი) პაექრობა, თანაბარი ორთაბრძოლა გორელი მოკრივის გამარჯვებით (7:6) დასრულლდა. თუმცა,
ფინალში ადუაშვილი შესანიშნავად მოასპარეზე ქუთაისელმა ბერიკა მხეცაძემ დაამარცხა, რომელიც ფინალში აფხაზეთის წარმომადგენელ ომარ ჩიხლაძესთან იოლი გამარჯვების (15:4) შემდეგ მოხვდა.

ასევე საინტერესო იყო ქუთაისელ ზაურ ხურციძისა და აჭარელ სამველ მაზმანიანის (52) ნახევარფინალი. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე ბრძოლა საბოლოოდ მაზმანიანის გამარჯვებით (10:9) დასრულდა, თუმცა ფინალში ეს მოკრივეც დამარცხდა და წონაში ჩემპიონი თბილისელი სარაიკ სანამოვი გახდა. 60 კგ-ში ფინალში ერთმანეთს ქუთაისელები გიორგი ხურციძე და გიორგი გელაშვილი შეხვდნენ.

ნახევარფინალებში ორივეს რთული ბრძოლები გადახდათ, საჩემპიონო ბრძოლაში კი გელაშვილი პირველ ადგილს დაეუფლა. უნდა აღვნიშნოთ ქუთაისელების ჯემალ შალამბერიძის(64) და მურმან გოგისვანიძის (+91) კარგი ასპარეზობა. ნახევარფინალში მათ შესაბამისად დიმიტრი კოპაძე (16:7) და რამაზ კიკნაველიძე დაამარცხეს, ფინალში კი შალამბერიძემ ჭიათურელ სანდრო ჯაჯანიძეს სძლია, გოგისვანიძემ კი პირველი ადგილი თბილისელ ბაჩო ბოჭორიშვილთან ორთაბრძოლაში მოიპოვა.

გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს კრივის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონატის დღეებში კრივის ფედერაციის პრეზიდენტის პეტრე ცისკარიშვილის და საზოგადოება "ბაღის კიდის" ინიციატივით ქუთაისში გაიხსნა გამოჩენილი ქუთაისელი მოკრივეების ფრიდონ "ბოჭოლა" ლომიძის, ჯუმბერ კვანტალიანის და ნოგენ თორთლაძის მემორიალური დაფები.

"ჩემპიონატი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ქუთაისი ჩვეული სტუმართმოყვარეობით დაგვიხვდა. მთელი ქალაქი ფეხზე იდგა, ქუთაისის თვითმართველობიდან დაწყებული, უბრალო გულშემატკივრებით დამთავრებული... ჩემპიონატში ძირითადად ფავორიტებმა გაიმარჯვეს, მაგრამ გამოჩნდა ახალი სახეებიც. უნდა გამოვყო ევროპის ორგზის პრიზიორის ჯემალ შალამბერიძის კარგი ასპარეზობა. ასევე ბერიკა მხეცაძის საოცარი ბრძოლები.

პირდაპირ აღფრთოვანებული დავრჩი მისი გამოსვლით.საერთო ჯამში, საიმედო ცვლა მოდის. ბევრი ზუგდიდში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს. ახლო მომავალში კი უნდა დაკომპლექტდეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც გაისად კორეიის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარზებს. ჩემპიონობა ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვთ. იქნება შეკრებები, სპარინგები და ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთ იქნება მომზადებული კორეისთვის მწვრთნელიც მას დაეყრდნობა. ამიტომ, ყველამ თავდაუზოგავად უნდა იშრომოს", -  აღნიშნა კრივის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა.

კვარცხლბეკი
46-49 კგ.
1. გაბოძე გიორგი (თბ)
2. გურული ლაშა (რუსთ)
3. აბას ალეკპეროვი (თბ)
3. კახაბერ კახნიაშვილი (ზესტ)

52კგ.
1. სარაიკ სანამოვი (თბ)
2. სამველ მაზმანიანი (აჭარა)
3. თემურ აბულაძე (გორი)
3. ზაურ ხურციძე (ქუთ)

56.კგ.
1. ალეკო ლუსმანაშვილი (გორი)
2. გიორგი თავბერიძე (ფოთი)
3. გოდერძი ცენთერაძე (აჭარა)
3. გიორგი გრიგალაშვილი (რუსთ)

60კგ.
1. გიორგი გელაშვილი (ქუთ)
2. გიორგი ხურციძე (ქუთ)
3. ამირან მარგველაშვილი (ბაღდათი)
3. მევლუდი შუბითიძე (გორი)

64კგ.
1. ჯემალ შალამბერიძე (ქუთ)
2. სანდრო ჯაჯანიძე (ჭიათ)
3. დიმიტრი კოპაძე (გორი)
3. ირაკლი ზუბიაშვილი (თბ)

69კგ.
1. კონსტანტინე კვისტანი (ქუთ)
2. ირაკლი ქათამაძე (ქუთ)
3. ვლადიმირ პოზოიანი (ახ.ქალაქი)
3. მალხაზ მარგველანი (გარდ)

75კგ.
1. ბერიკა მხეცაძე (ქუთ)
2. პაატა ადუაშვილი (გორი)
3. ომარ ჩიხლაძე (აფხ)
3. თევდორე კანდიაშვილი (გურჯ)

81კგ.
1.ალექსანდრე დოკვაძე (რუსთ)
2.შალვა ღვალაძე (ჭიათ)
3.გიორგი ურჯუმელაშვილი (გორი)
4.გიორგი თამაზაშვილი (გურჯ)

91კგ.
1. დათა კვირკველია (ფოთი)
2. დავით გოგიაშვილი (გორი)
3. გიორგი აბესაძე (ტყიბ)
3. ენვერ გვიანიძე (აჭარა)

+91კგ.
1. მურმან გოგისვანიძე (ქუთ)
2. ბაჯო ბოჭორიშვილი (თბ)
3. რამაზ კიკნაველიძე (აფხ)
3. გიგა ლაბაძე (ბორჯ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული