უფრო ადრე, ფილიპინებში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკიაომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია. თავის მხრივ, მეივეზერმა საჯაროდ გამოაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს ფილიპინელს 5 მაისს და მენის ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერა შესთავაზა.
"ჩვენ მზად ვართ, - განაცხადა პაკიაომ. - თუ ყველაფერი მოგვარდება, კონტრაქტს ხელს მოვაწერ, ახლა მხოლოდ მომავალი ხელშეკრულების მცირე დეტალებია
პაკიაომ ისიც განაცხადა, რომ არაფერი აქვს საწინააღმდეგო ბრძოლის მაისში ჩატარებაზე, თუმცა ადრე ფილიპინელის პრომოუტერი ბობ არუმი ამბობდა, რომ მენის ივნისში ერჩივნა რინგზე გასვლა.
* * *
ასევე დიდია მომავალ წელს სუპერმძიმეწონაში WBC-ის ჩემპიონის, უკრაინელი ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის შეხვედრის ალბათობა.
ჰეის მწვრთნელმა და მენეჯერმა ადამ ბუტმა დაადასტურა უკრაინული მხარისგან კონტრაქტის მიღების ფაქტი. ხელშეკრულების თანახმად, ბრძოლის გამართვა მომავალი წლის 3 მარტს დიუსელდორფში იგეგმება.
"ჩვენ მივიღეთ კლიჩკოსთან ბრძოლაზე კონტრაქტი და ახლა, ჩვენი იურისტები განიხილავენ ხელშეკრულების დეტალებს", - ამბობს ბუტი.