44 წლის ამერიკელი WBO-სა და WBC-ის ვერსიებით იყო მსოფლიოს ჩემპიონი 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. აუქციონზე WBC-ის ქამარს გაიტანენ.
ამერიკელმა მაკლელანმა მძიმე ტრავმები თანამემამულე ნაიჯელ ბენთან ბრძოლაში მიიღო, რომელიც 1995 წლის 25 თებერვალს გაიმართა. პირველ რაუნდში ჯერალდმა ნოკდაუნში ჩააგდო მოწინააღმდეგე, თანაც ეს უკანასკნელი რინგის მიღმა გადავარდა. ბენმა ბრძოლა გააგრძელა და
მეცხრე რაუნდში მაკლელანმა რამდენიმე მძიმე დარტყმა გაატარა და ორჯერ ცალ მუხლზე დაიჩოქა. მეორე შემთხვევაში მან ვერ შეძლო ათ თვლაზე წამოდგომა, ცოტა ხანში კი თავის კუთხეში გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მის ტვინში შედედებული სისხლი აღმოაჩინეს და ოპერაცია გაუკეთეს. სპორტსმენი 11 დღე კომაში იმყოფებოდა.
ახლა, მაკლელანი ვერ ხედავს, სმენადობის 80 პროცენტი დაკარგა, თითქმის ვერ დადის, ლაპარაკი უჭირს და მეხსიერების სერიოზული პრობლემები აქვს.
მაკლელანმა პროფესიულ რინგზე 34 ბრძოლა ჩაატარა, 31 მოიგო (29 ნოკაუტით) და სამჯერ დამარცხდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"