ბრძოლამდე რიოსს მსუბუქ წონაში WBA-ს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მიზეზი საკამათო იყო - ამერიკელს ბრალი დასდეს, რომ წონაში 61 კილოგრამსა და 234 გრამს გადააჭარბა. ამის მიუხედავად დაპირისპირება შედგა, თუმცა ორგანიზატორებმა რაღაც უცნაური წესი მოიგონეს: იმ შემთხვევაში თუ მიურეი გაიმარჯვებდა, ჩემპიონის ქამარს მას შემოარტყამდნენ, ხოლო
ამერიკელმა ბრიტანელს აშკარად აჯობა. მეექვსე რაუნდში მიურეის სისხლი წასკდა, ხოლო მეთერთმეტეში რეფერიმ ბრძოლა ორ წუთსა და ექვსი წამის შემდეგ შეწყვიტა, რადგან "ბემ ბემს" დიდი უპირატესობა ჰქონდა.
არადა პირველ რაუნდებში მეტოქეებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. მიურეი, რომელსაც ივნისში, მიტჩელთან წაგებამდე 31 ბრძოლა ჰქონდა მოგებული "ბემ ბემს" ტოლს არაფერში უდებდა. სურათი ზემოთ ნახსენები მეექვსე რაუნდის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ამერიკელმა "პირველი სისხლი" დაინახა. მას მერე ცხადი გახდა ვინ გაიმარჯვებდა. ერთადერთი, მიურეიმ მეცხრე რაუნდში გაიბრძოლა, უნდოდა მდგომარეობა შეეცვალა, მაგრამ რიოსმა ძალა და ოსტატობა გამოამჟღავნა.
საბოლოოდ ბრიტანელი გვარიანად ნაცემი დარჩა, რაც სახეზეც ეტყობოდა. ერთადერთი, რითაც მანჩესტერელს შეუძლია თავი დაიმშვიდოს ის არის, რომ მას 20 500 დოლარი გადაუხადეს. მიზეზი: ის წონას გადაჭარბებულ მეტოქესთან ბრძოლას არ მოერიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"