ვიტალიმ მეტოქე იპოვა - ჩისორა

AutoSharing Option
WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიის მსოფლიოს ჩემპიონმა, ვიტალი კლიჩკომ მორიგი მეტოქის ვინაობა გაამხილა. უფროსი კლიჩკო ტიტულს ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს.

გერმანული პრესის ცნობით, ამ შეხვედრას მიუნხენის Olympiahalle 2012 წლის 18 თებერვალს უმასპინძლებს.

კლიჩკომ ჩისორას საინტერესო მოწინააღმდეგე უწოდა. 3 დეკემბერს, ბრიტანელმა ქულებით წააგო ცნობილ ფინელ მოკრივესთან რობერტ ჰელენიუსთან, ამასთან, ამ ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებამ ბევრი კამათი გამოიწვია. უკრაინელმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, გამარჯვებულად სწორედ ჩისორა უნდა გამოეცხადებინათ.

ბრიტანელმა, რომელსაც 29 დეკემბერს 28 წელი უსრულდება, პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო
15 (9 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა. 2010 წლის ბოლოს ის ვლადიმერ კლიჩკოს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბრძოლა უკრაინელის ტრავმის გამო გაუქმდა.

ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ დაისვა ბუნებრივი კითხვა - რა ბედი ეწევა ვიტალი კლიჩკოსა და ბრიტანელი დევიდ ჰეის ბრძოლას, რომლის გამართვა მარტის დასაწყისში იგეგმებოდა. იმავე გერმანული პრესის ცნობით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და ვიტალიმ და დევიდმა, შესაძლოა, საჩემპიონო ბრძოლა 2012 წლის ივნისში ჩაატარონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული