მექსიკელ მოკრივეს ჩემპიონის წოდება ჩამოართვეს

AutoSharing Option
მსოფლიო საკრივო ასოციაციამ (WBA) მექსიკელ ხუან მანუელ მარკესს 61.2 კგ-მდე წონით კატეგორიაში "სუპერჩემპიონის" წოდება ჩამოართვა.

მარკესმა ტიტული დაკარგა, რადგან WBA-ს წესები დაარღვია, რომლის თანახმადაც ჩემპიონი 18 თვეში ერთხელ ტიტულის პრეტენდნეტს აუცილებლად უნდა შეხვდეს. ამ წონაში "დროებითი" მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსი კუბელმა რიჩარდ აბრილმა მიიღო.

მარკესმა ჩემპიონის ტიტული 2009 წლის თებერვალში მოიპოვა, როდესაც ამერიკელი ხუან დიასი დაამარცხა. 2010 წლის ივლისში მექსიკელმა დიასს კვლავ მოუგო, ნოემბერში კი ტიტული ავსტრალიელ მაიკლ კაციდისთან ბრძოლაში დაიცვა. ამის შემდეგ მარკესმა ბრძოლა კოლუმბიელ ლიკარ რამოსთან გამართა, 2011 წლის ნოემბერში
კი ფილიპინელ მენი პაკიაოსთან დაპირისპირებაში დამარცხდა, რომელიც 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართა.

38 წლის მარკესი, რომელმაც კარიერის მანძილზე გამართულ 60 დაპირისპირებიდან 53 მოიგო (39 ნოკაუტით), ექვსი მარცხი იწვნია და ერთი ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული