ანდრე უორდი წლის მოკრივეა

AutoSharing Option
კრივის სფეროში მომუშავე ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ (BWAA) შეაჯამა გამოკითხვის შედეგები, რომელსაც 2011 წლის საუკეთესო მოკრივე უნდა გამოევლინა. გამოკითხვაში პირველი ადგილი 27 წლის ანდრე უორდმა დაიკავა, - წერს ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი.

უორდის მთავარი კონკურენტები იყვნენ ფილიპინელები - ნონიტო დონერი და მენი პაკიაო, აგრეთვე ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი. არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, რა ადგილები დაიკავეს სხვა მოკრივეებმა, თუმცა აზუსტებენ, რომ უორდმა უდიდესი უპირატესობით გაიმარჯვა.

უორდი 76.2-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფლობს WBC-ის ტიტულს, გარდა ამისა, WBA-ის ვერსიით "სუპერჩემპიონად" მოიხსენიება.

2011 წელს უორდმა ორი ბრძოლა გამართა.
მაისში დაამარცხა გერმანელი არტურ აბრაჰამი, დეკემბერში კი ბრიტანელი კარლ ფროჩი. ორივე შემთხვევაში მსაჯებმა უორდს ერთხმად მიანიჭეს გამარჯვება. ეს ბრძოლები საშუალო წონაში Super Six-ის ტურნირის რანგში ჩატარდა. ამ ორწლიანი შეჯიბრის გამარჯვებული სწორედ უორდი გახდა. სულ კარიერაში ამერიკელმა 25 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო.

BWAA-მ წლის მწვრთნელად ვირჯილ ჰანტერი დაასახელა, რომელიც უორდთან მუშაობს. წლის ბრძოლად აღიარეს პოლონელი პაველ ვოლაკისა და დომინიკელი დელვინ როდრიგესის დაპირისპირება, რომელიც ივლისში გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული