რინგმა კიდევ ერთი მოკრივე შეიწირა

AutoSharing Option
მსუბუქ წონაში მოასპარეზე ფილიპინელი მოკრივე კარლო მაკუინტო კესონ-სიტის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Boxingscene.com ავრცელებს.

21 წლის მოკრივე საავადმყოფოში თანამემულე მარკ ჯოზეფ კოსტოსთან ბრძოლის შემდეგ მოხვდა. მაკუინტო პირველი რაუნდის დროს ნოკდაუნში ორჯერ მოხვდა, რის შემდეგ მსაჯმა ორთაბრძოლა შეაჩერა. კომაში მყოფი მოკრივე რინგიდან პირდაპირ საავადმყოფოში წაიყვანეს.

მაკუინტოს გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და ის რამდენიმე საათში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ახალგაზრდა მოკრივემ საკუთარი ხანმოკლე პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო, 8 ბრძოლა ჩაატარა, სადაც 6 მოიგო, აქედან 4 ნოკაუტით. კოსტასგან
მარცხი მაკუინტოსთვის კარიერასა და სიცოცხლეში პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სპორტი კი არა ბრძოლაა და სპორტსმენები კი არა გლადიატორები არიან
გიორგი234234
00:16 04-02-2012
0

სიახლეები პოპულარული