უკრაინელმა ხელი არ შეუბრუნა და განაცხადა, რომ ასეთი საქციელისთვის ბრიტანელი პასუხს რინგზე აგებს.
"მე საკმაოდ გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ მსგავს პროვოკაციებს წამოვეგო", - ამბობს უფროსი კლიჩკო.
აწონვის ცერემონიაზე კლიჩკო მეტოქეზე მძიმე აღმოჩნდა. უკრაინელის წონაა 110.5 კილოგრამი, ბრიტანელისა - 109.4 კგ.
18 თებერვლის ინციდენტს გამოეხმაურა მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) პრეზიდენტი ხოსე სულეიმანი, რომელიც
სულემანის თქმით, ამ თანხის ნახევარი გერმანიაში ბავშვთა ქველმოქმედებას მოხმარდება, მეორე ნახევარი გადაირიცხება WBC-ის საქველმოქმედო ფონდში.
"აბსოლუტური სირცხვილი, - ამბობს სულეიმანი. - ეს არის სპორტისადმი უპატივცემულობა და ამგვარი საქციელი მიუღებელია. ის არ არის ჯენტლმენი. მან ის არ გააკეთა, რასაც მოკრივეებისგან ველით. მას უნდოდა, რომ ვიტალის კონტროლი დაეკარგა, მაგრამ არ გამოუვიდა".
* * *
უკრაინელი მოკრივისთვის დღევანდელი ბრძოლა ტიტულის მე-16 დაცვა იქნება და საერთოდ, 46-ე ბრძოლა კარიერაში. 43 ბრძოლაში ვიტალიმ გამარჯვებას მიაღწია (40 ნოკაუტით) და მხოლოდ ორჯერ წააგო - ბრიტანელებთან კრის ბერდთან (1999) და ლენოქს ლუისთან (2003).
კრივის მოყვარულებისთვის კარგად არის ცნობილი 40 წლის უკრაინელის ყველა ძლიერი მხარე - ამტანობა, კარგი დაცვა და, რა თქმა უნდა, სახელგანთქმული ჯები, რომლის გამოც უფროსმა კლიჩკომ მიიღო მეტსახელი - "დოქტორი ფოლადის ურო".
ვიტალის საჩემპიონო ქამარზე 15 პრეტენდენტიდან მხოლოდ ორმა გაძლო 12 რაუნდი - კევინ ჯონსონმა და შენონ ბრიგსმა, თუმცა ეს უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე თვე გაატარა.
რა შეიძლება დაუპირისპიროს ჩისორამ ჩემპიონს?
ბრიტანელის კარიერა პროფესიულ რინგზე 17 ბრძოლას მოიცავს, რომელთაგანაც 13 მოიგო (9 ნოკაუტით). ისევე როგორც მის დღევანდელ მეტოქეს, დერეკსაც ორი წაგება აქვს კარიერაში: ტაისონ ფიურისთან და რობერტ ჰელენიუსთან. თუმცა ორივეჯერ ჩისორამ მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო. ბრიტანელის ძლიერ მხარეებად მიიჩნევა მაგარი ყბა და სისწრაფე. თუმცა ის შესამჩნევად აგებს უკრაინელთან გამოცდილებაში, წონასა და გაშლილი ხელების სიგრძეშიც.
და მაინც, ჩისორა რაც არ უნდა თამამად გამოიყურებოდეს, კლიჩკოსთვის ეს არის რეპეტიცია ზაფხულში დევიდ ჰეისთან დაგეგმილი ბრძოლის წინ. სავარაუდოდ, სწორედ ჰეისთან ბრძოლის შემდეგ წავა რინგიდან უკრაინელი. ასე რომ, კლიჩკო ეცდება ბრძოლა რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდეს. შესაბამისად, უკრაინელი ჩისორას მინიმალურ შანსსაც არ მისცემს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"