ცნობილი და ხმაურიანი სკანდალების გამო ბრიტანეთის კრივის კონტროლის საბჭომ გაურკვეველი ვადით ჩამოართვა საკრივო ლიცენზია ბრიტანელ მოკრივეს. ასე რომ, ჩისორა ვერ შეძლებს მთავარი საკრივო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ბრძოლებში მონაწილეობის მიღებას.
შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლის წინ, ჩისორამ ტრადიციულ აწონვის ცერემონიაზე სილა გააწნა უკრაინელ ჩემპიონს. უშუალოდ ბრძოლის დაწყებამდე დერეკმა რინგზე პირში დაგუბებული წყალი სახეში შეასხა ვლადიმერ კლიჩკოს, ხოლო ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ხელჩართული ბრძოლა გაუმართა თანამემამულე
* * *
ამერიკელი მოკრივე ელოი პერესი კოკაინის მიღებაში გამოიჭირეს. მან ვერ გაიარა დოპინგტესტი საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, რომელშიც 25 თებერვალს თანამემამულე ედრიენ ბროუნერს ეჩხუბა. პერესმა ეს შეხვედრა მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო.
დოპინგტესტი მისურის შტატის ათლეტური კომისიის სპეციალისტებმა ჩაატარეს. შედეგები 13 მარტს გამოქვეყნდა, რის შემდეგაც პრომოუტერულმა ჯგუფმა The Garcia Boxing Management Team-მა გაწყვიტა კონტრაქტი ამერიკელ მოკრივესთან.
25 წლის პერესი 59 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიულ რინგზე მან 27 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 23 (7 - ნოკაუტით), ერთხელ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დასრულდა. ერთი ჩხუბის შედეგი გაუქმებულად გამოცხადდა.
ბროუნერისა და პერესის ბრძოლაში თამაშდებოდა 59 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBO-ს საჩემპიონო ქამარი, რომლის მფლობელი ბროუნერი გახლავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"