მენი პაკიაომ რჩევა ღმერთისგან მიიღო

AutoSharing Option
ფილიპინელმა მენი პაკიაომ, რომელსაც ხშირად თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივეს უწოდებენ, უახლოეს პერიოდში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

პაკიაოს თქმით, მან კრივიდან წასვლის რჩევა სიზმარში ღმერთისგან მიიღო - ეს 2012 წელს მოხდა. ეს ინფორმაცია ერთ-ერთ ფილიპინურ რადიოსადგურზე დაყრდნობით სააგენტო "ფრანს პრესმა" დაწერა. მოკრივეს არ დაუდასტურებია, კიდევ რამდენი ბრძოლის ჩატარებას აპირებს პროფესიულ რინგზე.

პაკიაოს თქმით, სიზმარში ღმერთმა მას შემდეგი უთხრა: "შენ საკმარისი გააკეთე. შეძელი გამხდარიყავი სახელგანთქმული, მაგრამ ეს ვნებს შენს ჯანმრთელობას". როცა მოკრივეს ჰკითხეს - ხომ არ იმოქმედებს მომხდარი მ
ის გამოსვლაზე, მენიმ თქვა, რომ ის მომავალშიც თავის სამუშაოს გააკეთებს რინგზე.

მოკრივემ დაამატა, რომ მას სჯერა - ღმერთმა ის ქრისტიანობის მქადაგებლად აირჩია. "როცა მე ვლაპარაკობ, ბევრი ყურადღებით მისმენს", - განაცხადა მოკრივემ. პაკიაომ გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს ის მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, რომელიც რელიგიასთან იქნება დაკავშირებული.

33 წლის პაკიაომ რვა წონით კატეგორიაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. სულ პროფესიულ რინგზე 59 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 54 (38 - ნოკაუტით), სამჯერ დამარცხდა და ორი ბრძოლა ფრედ დაასრულა.

ამ მომენტისთვის პაკიაოს ეკუთვნის WBO-ს ტიტული 66.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 9 ივნისს ის ამ ტიტულს დაიცავს ამერიკელ ტიმოტი ბრედლისთან ბრძოლაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული