ლონდონის მიღმა ჩხუბის გამო

AutoSharing Option
ბულგარეთის შვიდგზის ჩემპიონი ევგენი ბორისოვი გამოტოვებს 2012 წლის ოლიმპიადას სერიოზული ტრავმის გამო, რომელიც მან ქუჩის ჩხუბში მიიღო. მოკრივემ დასავლეთ ბულგარეთში, ქალაქ ბობოვ დოლში მასიურ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა და მარცხენა მაჯა მოიტეხა.

გარდა ამისა, ბორისოვმა მარჯვენა ხელი დაიზიანა და ტვინის შერყევაც მიიღო. ის ვერ მოასწრებს ლონდონის ოლიმპიადამდე გამოჯანმრთელებას და ფორმაში შესვლას. პოლიციის ინფორმაციით, სულ ჩხუბში მონაწილეობა მიიღო 14-მა ადამიანმა. ბორისოვის გარდა, საავადმყოფოში კიდევ სამი ადამიანი მოხვდა.

მოკრივის თქმით, მას ხუთ მოწინააღმდეგესთან მოუწია ბრძოლა, რომლებიც რკინის ხელკეტებით იყვნენ შეი
არაღებულნი. 23 წლის სპორტსმენმა არ იცის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი.

ლონდონის ოლიმპიადაზე ბორისოვი 69-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უნდა გამოსულიყო.

სულ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ბულგარეთს კრივში ოქროს ოთხი, ვერცხლის ხუთი და ბრინჯაოს რვა მედალი აქვს მოპოვებული. 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე, ბულგარეთის ნაკრები მედლის გარეშე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული