ვლადიმერ კლიჩკომ თარიღი დანიშნა

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონიანმა ვლადიმერ კლიჩკომ თავისი მორიგი საჩემპიონო ბრძოლის თარიღი და ჩატარების ადგილი შეათანხმა ამერიკელ ტონი ტომპსონთან, რომელიც IBF-ის ტიტულის ოფიციალურ პრეტენდენტად მიიჩნევა. შეხვედრა 7 ივლისს შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გაიმართება.

ბრძოლას ბერნის საფეხბურთო მოედანი უმასპინძლებს – ეს არის Stade de Suisse-ის არენა, რომელიც 45 ათას მაყურებელს იტევს.

წინა შვიდი ბრძოლა უმცროსმა კლიჩკომ გერმანიაში გამართა. ბოლო ბრძოლაში, რომელიც 4 მარტს გაიმართა, უკრაინელმა ნოკაუტით დაამარცხა ფრანგი ჟან-მარკ მორმეკი.

ვლადიმერ კლიჩკო და ტონი ტომპსონი ერთხელ უკვე შეხვედრიან ერთმანეთს. ეს მოხდა 2008 წელს ჰამბურგში. უკრაინელმა
მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა. იქიდან მოყოლებული, ტომპსონმა ხუთი ბრძოლა გამართა, ხუთივე ნოკაუტით მოიგო და საჩემპიონო ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა.

ამერიკელი 40 წლისაა. პროფესიულ რინგზე მან 38 ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 36 მოიგო (24 – ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა.

აღნიშნულ ბრძოლაში კლიჩკო ზედიზედ მეთორმეტედ დაიცავს IBF-ის ტიტულს. ESPN-ის ინფორმაციით, გამარჯვების შემთხვევაში ვლადიმერი მორიგ ბრძოლას 2012 წლის 10 ნოემბერს ნიუ იორკში ამერიკელ კრის არეოლას წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული