წელს საუკუნის ბრძოლა გამორიცხულია

AutoSharing Option
ცნობილი ამერიკელი პრომოუტერი ბობ არუმი ვარაუდობს, რომ წონის გაუთვალისწინებლად მსოფლიოს ორი უძლიერესი მოკრივის - მენი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის ბრძოლა, სავარაუდოდ, 2012 წელს არ გაიმართება.

ის, ვინც მოუთმენლად ელის "საუკუნის ბრძოლად" შერაცხულ დაპირისპირებას, საკუთარი იმედები მომავალი წლისთვის უნდა გადადოს. "რეალურად უნდა შევხედოთ შექმნილ სიტუაციას, - ამბობს არუმი BoxingScene.com-თან კომენტარში. - არ მგონია, რომ მეივეზერმა მოისურვოს შემოდგომაზე პაკიაოსთან შეხვედრა.

დღეს ის ამის შესახებ არაფერს ლაპარაკობს. ვფიქრობ, იმედი უნდა გვქონდეს ბრძოლის მომავალ წელს ჩატარებაზე".

ხუთ მაისს მეივეზერი შეხვდება პირველ საშუალო წონაში WBA-ის
ჩემპიონს მიგელ კოტოს, პაკიაოს კი 9 ივნისს ელის შეხვედრა იმავე პირველ საშუალო წონაში ერთ-ერთ უძლიერეს წარმომადგენელთან ტიმოტი ბრედლისთან.

ამჟამად, არუმი ხუან მანუელ მარკესსა და ბრენდონ რიოსს შორის ბრძოლის ორგანიზებით არის დაკავებული და ამ შეხვედრაში გამარჯვებული ნოემბერში პაკიაოს დაუპირისპირდება. "ჯერერთი, მენის რთული ბრძოლა ელის ბრედლისთან, - აცხადებს პრომოუტერი. - გარდა ამისა, ყველა დამეთანხმება, რომ ხუან მანუელ მარკესი იმსახურებს კიდევ ერთ ბრძოლას პაკიაოსთან. ამიტომაც, სწორედ ეს არის ის ვარიანტი, რომელზეც კონცენტრაციას მოვახდენთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული