მაიკლ ტაისონი და თეატრი

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მაიკ ტაისონი და მისი მეუღლე - კიკი პოზირებენ ფოტოგრაფების წინაშე შოუს წინ, რომელსაც ასეთი სახელი აქვს: "მაიკ ტაისონი: აბსოლუტური სიმართლე". პრემიერა ორი დღის წინ შედგა.

როგორც ცოტა ხნის წინ მაიკმა აღიარა, ლას ვეგასში საკუთარი თეატრალური შოუს მოწყობის იდეა მის ცოლს ეკუთვნის.

"ეს ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა მას შემდეგ, რაც ერთად ვნახეთ ჩაზ პალმინტერის შოუ - A Bronx Tale, - განაცხადა ტაისონმა. - კიკი აღფრთოვანებული დარჩა და მე მას ვუთხარი: "მე ასეთ რამეს ევროპასა და აზიაში
მუდმივად ვაკეთებ, მაგრამ, ჩვეულებრივ, საკუთარ ისტორიებს მთვრალ ბრბოს ვუყვები". ამჯერად ეს ყველაფერი უფრო დახვეწილია, ყოველგვარი ბილწსიტყვაობის გარეშე.

არ არის არანაირი დამამცირებელი გამონათქვამი ქალების მისამართით. სცენაზე ძალიან გულწრფელი ვიქნები და ვნახოთ, როგორ მიიღებს ამას პუბლიკა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული