"შესანიშნავი მომზადება გავიარე, - ამბობს მეივეზერი. - მაგრამ რინგზე ყოფნა აუტანელი იყო იმის გამო, რომ ბოლო კვირის განმავლობაში ხელის ტრავმა მაწუხებდა. ხელი ძალიან მტკიოდა, ამიტომაც ყოველდღე ყინულს ვიდებდი.
მაგრამ შევეგუე ამას, რინგზე გავედი და გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ძალიან მაწუხებდა, ჩვეულებრივ ვჩხუბობდი, რადგან მესმოდა, რომ ეს ჩემი
უფრო საინტერესო იყო მეივეზერის მეორე განცხადება. ამერიკელის თქმით, დიდი ალბათობით შეიძლება იმის გამოცხადება, რომ კოტოსთან ბრძოლა ბოლო იქნება მის კარიერაში.
"თუ ყურადღებით დავაკვირდები, არავისთან აღარ მაქვს საჩხუბარი. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა, - აღიარებს ფლოიდ მეივეზერი. - ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდები წამოვიდნენ და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ერთ-ერთს ჩემთვის ამზადებდნენ.
კოტოსთან ბრძოლამდე უკვე ვფიქრობდი იმაზე, რომ კრივიდან წასვლის დრო მოვიდა. ამჟამად ასე ვიტყვი: შანსი იმისა, რომ კარიერას გავაგრძელებ, 20 პროცენტს უდრის. თუ ისე მოხდა, რომ კოტოსთან ბრძოლა ბოლო აღმოჩნდება ჩემს კარიერაში, მოხარული ვიქნები იმის გამო, რომ მაყურებელმა შესანიშნავი შოუ იხილა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"