ჟურნალის საექსპერტო კომისია დაჟინებით მოითხოვდა, მეივეზერი რეიტინგის პირველ ადგილზე გადაეყვანათ, რადგან მან მართალია, რთული, მაგრამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მოკრივესთან, რომელიც პირველი იყო საშუალო წონის რეიტინგში.
პაკიაოს წინააღმდეგ კიდევ ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ბევრის აზრით, მისი ბოლო გამარჯვება ხუან მანუელ მარკესთან მსაჯების მიერ იყო ნაჩუქარი,
"რინგის" სარედაქციო გუნდი სხვა მხარეს იხრებოდა და მიუთითებდა იმის შესახებ, რომ მეივეზერს გაცილებით მეტი პრობლემა შეექმნა კოტოსთან, ვიდრე პაკიოას.
რედაქტორები ამჯობინებენ დაელოდონ მენისა და ტიმოტი ბრედლის შეხვედრას, რომელიც 9 ივნისს გაიმართება და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
ბოლოს რედაქტორებმა გაიხსენეს მოქმედების გეგმა, რომელსაც ისინი პაკიაოსა და მარკესის ბრძოლის შემდეგ განიხილავდნენ: პირველი ადგილი ვაკანტურად დაეტოვებინათ იქამდე, სანამ მენი და ფლოიდი არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ახლა სწორედ ეს ვარიანტი აამუშავეს: მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეივეზერმა საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ პაკიაოს გათანაბრებოდა, მაგრამ მისი გასწრება ვერ შეძლო. ამიტომაც პირველი ადგილი ამ პრესტიჟულ რეიტინგში ვაკანტურია, ხოლო მენი და ფლოიდი მეორე ადგილს იყოფენ.
თანამედროვეობის ორ საუკეთესო მოკრივეს შორის ამ დავაში ბევრ რამეს გადაწყვეტს 9 ივნისს პაკიაოსა და ბრედლის შეხვედრა.
The Ring-ის რეიტინგი
1. ვაკანტური
2. მენი პაკიო 439*
2. ფლოიდ მეივეზერი 33
3. სერხიო მარტინესი 105
4. ნონიტო დონერი 157
5. ანდრე უორდი 55
6. ხუან მანუელ მარკესი 268
7. ვლადიმერ კლიჩკო 89
8. ტიმოტი ბრედლი 85
9. ვიტალი კლიჩკო 21
10. ჩედ დოუსონი 1
* - კვირების რაოდენობა რეიტინგში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"