34 წლიანი პატიმრობა მეივეზერს?

AutoSharing Option

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, დაუმარცხებელმა ამერიკელმა ფლოიდ მეივეზერმა, შესაძლოა, დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში გაატაროს. ორი დღის წინ, ამერიკულმა პოლიციამ მოკრივის ყოფილ მეგობართან - ჯოზი ჰარისთან მომხდარი ინციდენტის გამო ერთბაშად რვა პუნქტში წაუყენა ბრალი მეივეზერს. როგორც ჰარისი  ირწმუნება, ფლოიდი მას ცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, აგრეთვე მობილური ტელეფონები წაართვა ჰარისსა და საკუთარ შვილებს.

როგორც Sports Illustrated წერს, თუ მეივეზერს ბრალდების ყველა პუნქტში ცნობენ დამნაშავედ, მას საპყრობილეში 34 წლის გატარება მოუწევს. თუმცა ვარაუდობენ, რომ ასეთი ხანგრძლივი პატიმრობა ნაკლებად სავარაუდოა.

ამერიკული

პრესა ვარაუდობს, რომ მოსამართლე ბრალდებებს არა ერთობლივად, არამედ ცალცალკე განიხილავს, რაც პატიმრობის საერთო ვადას შეამცირებს. გარდა ამისა, ზოგიერთი დანაშაულისთვის სასჯელი, შესაძლოა, პირობითი იყოს. შესაბამისად, მეივეზერს ციხეში მხოლოდ მას შემდეგ ჩასვამენ, როცა ისე მეორედ ჩაიდენს იგივე დანაშაულს.

ამავდროულად, ნევადას შტატის (სწორედ ამ შტატის სასამართლოში უჩივლეს მოკრივეს) კანონებით, ზოგიერთი დანაშაულისთვის ბრალდებულმა ნაადრევი განთავისუფლების უფლების გარეშე ბოლომდე უნდა მოიხადოს მინიმალური ვადა. მაგალითად, თუ მეივეზერს ქურდობისთვის გაასამართლებენ და ციხეში გაუშვებენ, ის იქიდან ორ წელიწადზე ადრე ვერ გამოვა. ფლოიდს საპატიმროში სამაგალითო ქცევაც ვერ უშველის.

მოკრივეს ლას ვეგასის სასამართლოში 9 ნოემბერს მოუწევს მისვლა. სწორედ ამ დღეს დაიწყებს მოსამართლე საქმის განხილვას.


ამასობაში, ბრიტანეთის პოლიცია კოკაინის სკანდალის გმირით - რიკი ჰატონით დაინტერესდა. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გამოქვეყნდა ბრიტანელი მოკრივის ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, როგორ იღებს ჰატონი კოკაინს. თავად რიკი დეპრესიაშია და რამდენიმე დღის წინ ნარკოლოგიურ კლინიკას მიაშურა.

"პოლიციამ იცის იმ ბრალდებების შესახებ, რომელიც მისტერ ჰატონის მიმართ არის წამოყენებული. ჩვენ ამ ინციდენტის ვსწავლობთ. ამავდროულად ვიტყობინებით, რომ მოკრივე ნებაყოფლობით მივიდა სამკურნალოდ ნარკოლოგიურ კლინიკაში და მთავრობა პატივს სცემს ამ ნაბიჯს. მხოლოდ რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ვაპირებთ მისტერ ჰატონთან ნარკოტიკების თემაზე გასაუბრებას", - წერია პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული