რკინის მაიკმა 35 მილიონზე თქვა უარი

AutoSharing Option

ლეგენდარულმა ამერიკელმა მძიმეწონოსანმა ევანდერ ჰოლიფილდმა აღიარა, რომ ცნობილი პრომოუტერი დონ კინგი ევანდერისა და მაიკ ტაისონის რიგით მესამე ბრძოლის ორგანიზებას ცდილობდა. ჰოლიფილდმა ტაისონი ორჯერ დაამარცხა - 1996 და 1997 წლებში. ახლა ევანდერი ამბობს, რომ მესამე ბრძოლა აღარ იქნება, რადგან "რკინის მაიკმა" კრივისადმი ინტერესი დაკარგა.

"დონ კინგს ეგონა, რომ მაიკი მესამედ გავიდოდა ჩემს წინააღმდეგ რინგზე. ამისთვის ტაისონს 35 მილიონი დოლარი შესთავაზა და დარწმუნებული იყო, რომ მაიკი ასეთ გიგანტურ ჰონორარზე უარს არ იტყოდა.

დიდი სიმამაცე სჭირდება ასეთ წინდადებაზე უარის თქმას, რადგან თითოეულ ჩვენთაგანს

შეეძლო ამ ფულის მიღება. პატივს ვცემ მაიკს იმის გამო, რომ მან რინგზე ფულის გამო დაბრუნება არ ისურვა. მან მართლაც დაკარგა ინტერესი კრივის მიმართ", - განაცხადა ევანდერ ჰოლიფილდმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული