ქართველის მარცხი ბირმინგემის რინგზე

AutoSharing Option

საშუალოწონოსანმა მოკრივე შალვა ჯომარდაშვილმა ევროპის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლა წააგო. 23 წლის გორელი მოკრივე EBU-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონის ვაკანტური ადგილისთვის ბირმინგემში იბძოდა. მისი მეტოქე ადგილობრივი პუბლიკის ფავორიტი მეთიუ მაკლინი იყო. მაკლინი საშუალო წონაში ბრიტანეთის ნომერი პირველი მოკრივეა ყველა ვერსიით, მსოფლიოში კი - მე-7. ამავე მაჩვენებლით ქართველი 125-ე პოზიციაზეა.

"ელ ჯი არენაზე" ფავორიტი მაკლინი იყო, თუმცა ბრიტანელს ქართველისგან მედგარი წინააღმდეგობა შეხვდა. მაკლინი აგრესიულად უტევდა, მაგრამ ჯომარდაშვილი მშვიდად იცილებდა დარტყმებს და კონტრიერიშზეც გადადიოდა. პირველი ოთხი რაუნდი თითქმის თანაბარი იყო, მეხუთეში კი ბრიტანელმა გადამწყვეტი

უპირატესობა მოიპოვა. მე-6 რაუნდში ქართველი საბრძოლველად აღარ გავიდა. შალვა ჯომარდაშვილმა პროფესიულ რინგზე 31 ორთაბრძოლა გამართა, აქედან 27 მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და 3 წააგო.

 

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
გული არ გაიტეხო სალვა,წარმატებებს გისურვებ და ქართულ კრივში ნაყოფიერ მოღვაწეობას,შენ ოღონდ უცხოელი მაღალი კლასის მწვრთნელი გინდა რა,სამწუხაროდ ეს ისტორიულ სპორტის სახეობა საქართველოში ,მუშტს ვგულისხმობ,ყოველთვის მაღალ დონეზე იყო,მაგრამ საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არ გვყავს.წარმატებები ჯომარდაშვილს.
tbiliseli
12:23 14-10-2010
0

სიახლეები პოპულარული