მოკრივე სასჯელს ლას ვეგასის ოლქ კლარკში იხდის და თუ უახლოესი ხუთი კვირის განმავლობაში მისი ყოფაქცევა სანიმუშო იქნება, ივლისის შუაში ციხიდან გამოსვლის ნებას დართავენ.
მეივეზერი ერთადგილიან კამერაშია მოთავსებული და იზოლირებულია სხვა პატიმრებისგან. მას უფლება აქვს, ყოველდღე კამერის გარეთ ივარჯიშოს იმ დროს, როცა სხვა განსასჯელები საკუთარ საკნებში იქნებიან. გარდა ამისა, მოკრივე სხვებისგან განცალკევებით გამოიკვებება.
* * *
ამასობაში
ევანდერს პატიმრობა ალიმენტების გადაუხდელობის გამო ემუქრება. ჯორჯიის შტატის ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სასამართლოს მიმართა ევანდერის 18 წლის ქალიშვილის - ემანი ჰოლიფილდის სახელით.
გოგონა ირწმუნება, რომ მოკრივეს 2010 წლის აპრილის შემდეგ არ გადაუხდია ალიმენტები და ამ მომენტისთვის ვალი 372 ათას დოლარს შეადგენს.
ადამიანის უფლებათა დამცველები ითხოვენ ჰოლიფილდის დაპატიმრებას და მისი ქონების დაყადაღებას იქამდე, სანამ ის შვილებს ალიმენტს არ გადაუხდის.
თავის მხრივ, ჰოლიფილდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციის შესახებ არაფერი იცის და დაამატა, რომ მოკრივეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს თავის ქალიშვილთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"