ვიტალი კლიჩკომ წასვლა დანიშნა

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონმა, უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ მორიგი ბრძოლა დანიშნა.

40 წლის მოკრივე პირველ სექტემბერს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გავა რინგზე. უკრაინელის მეტოქე იქნება სირიული წარმოშობის გერმანელი მანუელ ჩარი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჩარის გარდა, უფროს კლიჩკოსთან ბრძოლაზე პრეტენზიას აცხადებდნენ კანადელი ბერმეინ სტივერნი, კუბელი ლუის ორტისი, პოლონელი მარიუშ ვახი, ამერიკელები სეტ მიტჩელი და ფრანკლინ ლოურენსი.

ვიტალი კლიჩკო კარიერაში მეორე ბრძოლას ჩაატარებს სამშობლოში. პირველად უკრაინაში მან 1998 წელს იჩხუბა, როცა პირველ რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო იტალიელი ფრანჩესკო სპინელი.

როგორც ვარაუდობენ, ჩართან ბრძოლა ბოლო იქნება
ვიტალი კლიჩკოს კარიერაში. ამის შემდეგ ის პოლიტიკური კარიერის გააქტიურებას აპირებს, კერძოდ, დაგეგმილი აქვს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება.

40 წლის ვიტალის კარიერის განმავლობაში 46 ბრძოლა აქვს ჩატარებული. აქედან უკრაინელმა მოიგო 44 (40 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა. ბოლო ბრძოლა კლიჩკომ 2012 წლის 18 თებერვალს ბრიტანელი დერეკ ჩისორას წინააღმდეგ ჩაატარა და 12 რაუნდის შემდეგ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული