რინგიდან კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი წავიდა

AutoSharing Option
ნახევრადსაშუალო წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ანტონიო მარგარიტომ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

მექსიკელმა განაცხადა, რომ რინგზე 22 წელი დგომის შემდეგ, რთულია სპორტიდან წასვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს - უამრავი ტრავმა არ აძლევს კარიერის გაგრძელების საშუალებას. მექსიკელს არ ულაპარაკია იმაზე, რას გააკეთებს რინგის მიღმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მარგარიტო მაისის ბოლოს აპირებდა ამერიკელ აბელ პერისთან შეხვედრას, მაგრამ ბრძოლა მექსიკელი მოკრივის ტრავმის გამო არ შედგა.

უკანასკნელად, მარგარიტო რინგზე 2011 წლის დეკემბერში გავიდა. მისი მეტოქე იყო პუერტორიკოელი მიგელ ანხელ კოტო. მსაჯებმა ნაადრევად
შეწყვიტეს ბრძოლა მარგარიტოს თვალთან წარმოქმნილი ძლიერი სისხლჩაქცევის გამო. მანამდე ფილიპინელ მენი პაკიაოსთან საჩემპიონი ბრძოლაში (2010 წლის ნოემბერი), მარგარიტოს სახის ძვალი გაუტყდა. მაშინ ექიმები ამბობდნენ, რომ მექსიკელი შეიძლებოდა დაბრმავებულიყო, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

სულ კარიერაში მარგარიტომ 38 ბრძოლა მოიგო (27 - ნოკაუტით) და რვაჯერ დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კარიერა დაასრულა შეინ მოზლიმ, გასულ თვეში კი კრივიდან წავიდა რონალდ ვინკი რაიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული