საუკეთესო ქართველი პროფესიონალი მოკრივე ავთანდილ ხურციძე სულ მალე კარიერაში პირველად იბრძოლებს მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის. 30 ოქტომბერს პარიზში WBA-ს ვერსიით საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ვაკანტური ქამრისთვის ერთმანეთს ხურციძე და კამერუნელი ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი იბრძოლებენ. ეს ძალზე სერიოზული მიღწევაა ქართული კრივისთვის, რადგან WBA მსოფლიო კრივის სამი უმთავრესი ორგანიზაციიდან (WBA, IBF, WBC) ყველაზე ძველი და პრესტიჟულია. ქართველებს კი გვყავდა მსოფლიოს ჩემპიონი (თანაც მძიმე წონაში), მაგრამ ეს იყო ნაკლებად პრესტიჟული ორგანიზაციის WBU -ს ვერსიით...
მსოფლიოს ჩემპიონის ქამარს 2007 წლიდან ფელიქს შტურმი (გერმანია) ფლობს. ბოსნიური
WBA-ს აგვისტოს ოფიციალურ რეიტინგში საშუალო წონაში პირველი ნომერი არავინაა, შემდეგ მოდიან ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი და ავთანდილ ხურციძე, რეიტინგში მე-4 ნომერი კანადელი დევიდ ლემიეა, მე-5 - ბრიტანელი მეთიუ მალკინი, რომელმაც ახლახან WBU-ს ვერსიით ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა შალვა ჯომარდაშვილს მოუგო.
ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა" ან "ტორნადო", 31 წლის ქუთაისელი მოკრივეა. ის ჭBA-ს ინტერკონტინენტურ და ევროპულ ქამრებს ფლობს. პროფესიულ რინგში 25 ორთაბრძოლა აქვს გამართული, აქედან 22 მოიგო (13 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. მისი მეტოქე 26 წლისაა. აფრიკელი 17 სანტიმეტრით მაღალია ქართველზე (!), ჰასანი საოცარ რეკორდს ფლობს: 24-დან 24-ივე ორთაბრძოლა მოიგო, აქედან 13 ნოკაუტით.
გაგაცნობთ "ბოქსრეკის" მიერ შედგენილ საუკეთესო ოცეულს საშუალო წონაში, სადაც ყველა ვერსიისა და ორგანიზაციის მონაცემებია გაერთიანებული: 1. პოლ უილიამსი (აშშ) - 797 ქულა, 2. სერხიო მარტინესი (არგენტინა) - 695, 3. ფელიქს შტურმი (გერმანია) - 654, 4. ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი (კამერუნი) - 345, 5. სებასტიან სილვესტერი (გერმანია) - 336, 6. დმიტრი პიროგი (რუსეთი) - 335, 7. მეთიუ მალკინი (დიდი ბრიტანეთი) - 332, 8. დავიდ ლოპესი (მექსიკა) - 330, 9. სებასტიან ზბიკი (გერმანია) - 320, 10. რომან კარამზინი (რუსეთი) - 310, 11. დარენ ბარკერი (ბრიტანეთი) - 295, 12. პიტერ მანფრედო უმცროსი (აშშ) - 285, 13. ხულიო სესარ ჩავესი (მექსიკა) - 268, 14. მაქსიმ ბურსაკი (უკრაინა) - 266, 15. გენადი გოლოვკინი (ყაზახეთი) - 265, 16. მარკო რუბიო (მექსიკა) - 261, 17. ავთანდილ ხურციძე (საქართველო) - 258, 18. ედი ლი (ირლანდია) - 256, 19. კოჯი სატო (იაპონია) - 238, 20. ჯოვანი ლორენცო (დომინიკის რესპუბლიკა) - 220... 125. შალვა ჯომარდაშვილი (საქართველო)... 243. ტარიელ ზანდუკელი (საქართველო)... 265. ერიკ ავლასტიმოვი (საქართველო)... 301. ბორის მდინარაძე (საქართველო)... 380. მიხეილ ხუციშვილი (საქართველო)... 486. ნიკოლოზ ღვინიაშვილი (საქართველო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
წააგო ხურციძემ