ტიმოტი ბრედლისთან მენი პაკიაოს მოუგია

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) უსამართლოდ მიიჩნია ამერიკელი ტიმოტი ბრედლისა და ფილიპინელი მენი პაკიაოს ბრძოლის შედეგი.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც WBO-მ ხუთ საერთაშორისო არბიტრს სთხოვა ბრძოლის ვიდეოჩანაწერის ნახვა. ხუთივე არბიტრმა ერთხმად აღიარა, რომ ლას ვეგასში გამართულ ჩხუში გამარჯვებას პაკიაო იმსახურებდა. აი, მათი შეფასებები: 118:110, 117:111, 117:111, 116:112, 115:113.

არბიტრების მიერ მოყვანილი სტატისტიკის მიხედვით, ფილიპინელმა 253 დარტყმა შეასრულა, იმ დროს, როცა ბრედლის მაჩვენებელი გაცილებით მოკრძალებული იყო - 159 დარტყმა.

სამწუხაროდ, WBO-ს არ შეუძლია "პაკმენისთვის" საჩემპიონო ქამრის დაბრუნება. სწორედ ამის გამო ორგანიზაციამ
ურჩია პაკიაოსა და ბრედლის განმეორებითი ბრძოლის ჩატარება.

როგორც იცით, სკანდალური ბრძოლის შემდეგ ფილიპინელმა მატჩ-რევანშის სურვილი გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით მან და მისმა მენეჯერმა - ბობ არუმმა განაცხადეს, რომ მენიმ ისედაც მოიგო აღნიშნული ბრძოლა და რევანშის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული