კლიჩკოების კლანის ბოლო დიდი გეგმა

AutoSharing Option
გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა გამოაქვეყნა პატარა სტატია სახელწოდებით - "კლიჩკოების კლანის ბოლო დიდი გეგმა".

გაზეთის ინფორმაციით, ძმები თავიანთი მორიგი ბრძოლების ორგანიზებას ისე აპირებენ, რომ WBC-ის ჩემპიონის, ვიტალი კლიჩკოს კარიერის დასრულების შემდეგ მისი ტიტული უმცროს კლიჩკოს - ვლადიმერს დარჩეს, რომელიც, თავის მხრივ, ოთხი ვერსიით (WBA/WBO/IBF/IBO) არის მსოფლიოს ჩემპიონი.

გერმანელ მანუელ ჩართან სექტემბერში დაგეგმილი ბრძოლის შემდეგ ვიტალის სურვილია, კარიერაში გამოსათხოვარი ბრძოლა ბრიტანელი დევიდ ჰეის წინააღმდეგ ჩაატაროს. იმ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ვიტალი გაანთავისუფლებს WBC-ის ტიტულს.

ამის შემდეგ ვლადიმერი მოიპოვებს WBC-ის ვაკანტური საჩემპიონო ქამრის დაუფლების
შანსს ამ ორგანიზაციის რეიტინგის პირველ ნომერთან და გამარჯვების შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესი საკრივო ფედერაციების ყველა მთავარი ტიტულის მფლობელი გახდება.

აბსოლუტური ჩემპიონის "შექმნა", სავარაუდოდ, გამოაცოცხლებს სიტუაციას სუპერმძიმე წონაში და გაზრდის ვლადიმერ კლიჩკოს ბრძოლებისადმი ინტერესს.

სტატისტიკის მიხედვით, უმცროსი კლიჩკოს ბოლო სამ ბრძოლაში მაყურებელთა რაოდენობა შემდეგნაირად იკლებდა: კლიჩკო-ჰეი: 15 მილიონი, კლიჩკო-მორმეკი: 12 მილიონი, კლიჩკო-ტომპსონი: 8 მილიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული