კუბა კრივში ლიდერი აღარ არის

AutoSharing Option
ლონდონის საკრივო ტურნირზე ქვეყნების მიხედვით გამოკვეთილი ლიდერი ვერ ვიხილეთ. კუბელები სამოყვარულო კრივში ძველებურად ვეღარ ბრწყინავენ.

მათ აშკარად დაკარგეს ლიდერობა, რაზეც წლევანდელი ოლიმპიადის შედეგები მეტყველებს. კუნძულელებმა სამ ქვეყანასთან წააგეს მედლების რაოდენობით, ოქროებით კი პირველი ადგილი გაიყვეს ბრიტანეთსა და უკრაინასთან. ამ ქვეყნებს ორ-ორი ჩემპიონი ჰყავთ.

უნდა გამოვყოთ უკრაინელი ვასილ ლომაჩენკო, რომელმაც ოლიმპიადაზე ზედიზედ მეორე ოქრო მოიგო. იგივეს გაკეთება შეეძლო იტალიელ რობერტო კამარელის ყველაზე პრესტიჟულ სუპერმძიმე კატეგორიაში, მაგრამ აქ ბრიტანელებმა ახალი ჩემპიონი გაზარდეს. ლეგენდარული ლენოქს ლუისის შედეგი გაიმეორა მასპინძელმა ენტონი ჯოშუამ, რომელმაც მსაჯების
გადაწყვეტილებით აჯობა აპენინელს.

აღსანიშნავია რუსეთის ძლიერი ნაკრების კრახი. ეს გუნდი მხოლოდ ერთ ოქროს დასჯერდა.

თუ ქალების ოთხი წონითი კატეგორიის შედეგებსაც გავითვალისწინებთ, სამი ოქროთი ლონდონის საკრივო ტურნირი ბრიტანეთის ნაკრებმა მოიგო.

კაცები
49 კგ. ფინალი
შიმინ ზოუ (ჩინ)-კაეო პონგპრაიოონი (ტაილ) 13:10.

52 კგ. ფინალი
რობეისი რამირეს კარასანა (კუბ)-ტუგსცოგტ ნიამბაიარი (მონღ) 17:14.

56 კგ. ფინალი
ლუკ კემპბელი (ბრიტ)-ხონ ჯო ნევინი (ირლ) 14:11.

60 კგ. ფინალი
ვასილ ლომაჩენკო (უკრ)-სუნჩულ ჰანი (ს. კორ) 19:9.

64 კგ. ფინალი
რონიელ იგლესიას სოტოლონგო (კუბ)-დენის ბერინჩიკი (უკრ) 22:15.

69 კგ. ფინალი
სერიკ საპიევი (ყაზ)-ფრედი ევანსი (ბრიტ) 17:9.

75 კგ. ფინალი
რიოტა მურატა (იაპ)-ესკივა ფალკაო ფლორენტინო (ბრა) 14:13.

81 კგ. ფინალი
ეგორ მეხონცევი (რუს)-ადილბეკ ნიაზიმბეტოვი (ყაზ) 15:15.

91 კგ. ფინალი
ოლექსანდრ უსიკი (უკრ)-კლემენტე რუსო (იტა) 14:11.

+91 კგ. ფინალი
ენტონი ჯოშუა (ბრიტ)-რობერტო კამარელი (იტა) 18:18.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული