"რინგმა" უდიადეს მოკრივეთა რეიტინგი შეადგინა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა საკრივო გამოცემამ - ამერიკულმა ჟურნალმა The Ring-მა გამოაქვეყნა იმ მოკრივეთა რეიტინგი, რომლებმაც უდიდეს სიმაღლეებს მიაღწიეს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიულ კრივში.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მუჰამედ ალი
2. როი ჯონსი
3. რეი ლეონარდი
4. პერნელ უაიტეკერი
5. ვლადიმერ კლიჩკო
6. ფლოიდ მეივეზერი
7. ლენოქს ლუისი
8. ჯორჯ ფორმენი
9. ჯო ფრეზერი
10. ევანდერ ჰოლიფილდი

აღსანიშნავია, რომ პირველი ათეულის ყველა მოკრივეს უდიდესი წარმატებები აქვს პროფესიულ რინგზე, მაგრამ მათგან მხოლოდ შვიდი იყო ოლიმპიური ჩემპიონი. სამს უფრო დაბალი სინჯის მედლებით მოუწია
დაკმაყოფილება, თუმცა იმის გამო, რომ ისინი მსაჯებმა "გაქურდეს".

ფლოიდ მეივეზერის მარცხი ბულგარელ ტოდოროვთან მსაჯების მხრიდან ისეთი თავხედური არ ჩანს, როგორც ის გაუგონარი უსამართლობა, რომელსაც როი ჯონსისა და კორეელ სი-ჰუნ პარკის ბრძოლაში ჰქონდა ადგილი.

რაც შეეხება ევანდერ ჰოლიფილდის დისკვალიფიკაციას მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ნოკაუტში გაგზავნა ახალზელანდიელი კევინ ბარი, ამას ნამდვილი სისხლის სამართლის დანაშაული ჰქვია.

მაგრამ, როგორც ვხედავთ, ჰოლიფილდიც, ჯონსიცა და მეივეზერიც ამ უსამართლობამ არ გატეხა და მათ პროფესიულ რინგზე დაამტკიცეს - ვინ ვინ არის სინამდვილეში.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - რეიტინგის ავტორებმა პირველ ათეულში არ შეიყვანეს ოსკარ დე ლა ჰოია, რომელიც ჟურნალის მფლობელი გახლავთ. ეს კარგის ნიშანია, რადგან ირკვევა, რომ "ოქროს ბიჭი" არ ერევა გამოცემის სარედაქციო პოლიტიკაში.

დაკიდევ, ყურადღებას იპყრობს რეიტინგში მაიკ ტაისონის არყოფნა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფელიქს სავონი რომ არ იქნება, ის რა რეიტინგია. 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონია
gulSematkivari
18:05 20-08-2012
0
ამ რეიტინგს მაშინვე არაობიექტური შეიძლრბა ეწოდოს, ათეულში არც პაკმენი და არც ტაისონია...
shalva
16:14 20-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული