შეგახსენებთ, რომ მარკესი და პაკიაო აქამდე უკვე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: 2004 წელს მათი ბრძოლა ფრედ დასრულდა; 2008 წელს, მსაჯების არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება პაკიაოს მიაკუთვნეს; 2011 წელს კი ასევე არბიტრებმა პაკიაო გამოაცხადეს მოგებულად. აქაც მსაჯებმა ვერ მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება.
* * *
ამასობაში სახელგანთქმულმა
"სამუშაო დღეებში 23 საათი საკანში ვიყავი გამოკეტილი, შაბათ-კვირას კი საერთოდ არ გვეკუთვნოდა სასეირნოდ გასვლა, - ამბობს მეივეზერი. - თავიდან წონა დავკარგე, გამოფიტული ვიყავი. საერთოდ არ ვიღებდი ჩვეულებრივ საკვებს, რადგან იქაურ კერძებს არ ვენდობოდი. გადავრჩი ბუფეტიდან აღებული საკვებით - კარაქიანი ბუტერბროდები, ჟელე, ტკბილეულობა, კარტოფილის "ჩიპსები".
ვკითხულობდი გულშემატკივრების წერილებს, წიგნებს, ჟურნალებს. გართობა საერთოდ არ იყო - არანაირი მუსიკა. აზიდვების კეთება დავიწყე - თავიდან დღეში 436, შემდეგ ეს რიცხვი ორჯერ გავზარდე, შემდეგ გავასამმაგე - 1308 აზიდვას ვაკეთებდი დღეში. ასე გრძელდებოდა ყოველდღე. ერთ მისვლაზე 141-ჯერ მოვახერხე აზიდვა - ეს ჩემი რეკორდი გახლავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"