61 წლის მამაკაცი ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონს მანჩესტერის ერთ-ერთ ქუჩაზე ხმამაღალი საუბრისას დაესხა თავს.
საინტერესოა, რომ ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა - ერთი დღით ადრე, ვიდრე 33 წლის რიკი ჰატონი დიდ კრივში დაბრუნების შესახებ გამოაცხადებდა.
როგორც სააგენტო AP იუწყება, უფროსი ჰატონის სასჯელი მკაცრი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მოკრივე კი მამის შეტევისგან არ დაზარალებულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"