ფლოიდ მეივეზერს კანონთან ისევ პრობლემები აქვს

AutoSharing Option
ფლოიდ მეივეზერს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა საპყრობილედან, კვლავ შეექმნა პრობლემები კანონთან. რამდენიმე დღის წინ უცნობმა ქალმა დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ სიტყვიერი კამათის დროს მოკრივემ მას რაღაც მოპარა.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, მეივეზერის მსხვერპლი გახდა მისი ერთ-ერთი შვილის დედა. საგულისხმოა, რომ 2002 წელს ფლოიდმა სწორედ ამ ქალის წინააღმდეგ ძალადობაში სცნო თავი დამნაშავედ.

გამორიცხული არ არის, რომ მეივეზერი ისევ შეაბრუნონ ციხეში, რადგან აღნიშნული ინციდენტი, შესაძლოა, ვადაზე ადრე განთავისუფლების პირობის დარღვევად შეაფასონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული