მისი მეტოქე ჯერაც არ არის ცნობილი, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა კრივის ბრიტანელი გულშემატკივრები - ბილეთების გასაყიდად გამოტანის მომენტიდან 48 საათის შემდეგ, უკვე 18 ათასი ბილეთი იყო რეალიზებული.
ცნობისთვის, ბრძოლის ჩატარების ადგილი - Manchester Arena 19 ათას მაყურებელს იტევს.
"უბრალოდ გასაოცარია, რამდენად სწრაფად იყიდებოდა ბილეთები, - ამბობს ჰატონი. - მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩემს რინგზე დაბრუნებას.
როცა დაბრუნების შესახებ გამოვაცხადე, ყველას ვუთხარი - ეჭვგარეშეა, რომ ისევ გავხდება მსოფლიოს ჩემპიონი. იმის გათვალისწინებით, რამდენს ვვარჯიშობ დარბაზში, რამდენად კარგად ვგრძნობ თავს და რამდენად მჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ჩემი რწმენა კიდევ უფრო მტკიცდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"