როგორც BBC იუწყება, ჰატონი 24 ნოემბერს მანჩესტერში უკრაინელ საშუალოწონოსან ვიაჩესლავ სენჩენკოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის რიკიმ დიდ კრივში დაბრუნების შესახებ სექტემბრის შუაში გამოაცხადა. მანამდე ის სამი წლით ჩამოშორდა დიდ რინგს.
35 წლის სენჩენკომ ბოლო ბრძოლა 2012 წლის აპრილში ჩაატარა. მაშინ უკრაინელმა ამერიკელ პოლ მალინიაჯისთან წააგო და დაკარგა WBA–ს ტიტული ნახევრად საშუალო წონაში.
სენჩენკოს დამარცხების შემთხვევაში, ჰატონი მალინიაჯისთან ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს, რომელსაც ერთხელ უკვე შეხვდა, კერძოდ,
ჰატონმა პროფესიულ რინგზე 47 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 45 (32 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა. ბრიტანელი IBF-ის ვერსიით იყო პირველ ნახევრად საშუალო წონაში ჩემპიონი. მან ეს ტიტული 2005 წელს რუს კოსტია ცზიუს ჩამოართვა.
სენჩენკოს 33 ბრძოლა აქვს ჩატარებული პროფესიულ რინგზე და აქედან 32 (21 - ნოკაუტით) მოიგო. მალინიაჯისთან მარცხი პირველი იყო მის კარიერაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"