პუერტორიკოელმა მოკრივემ თავისი ჰომოსექსუალობა აღიარა

AutoSharing Option
პუერტორიკოელმა მოკრივემ ორლანდო კრუსმა, რომელიც საშუალო-მძიმე წონაში გამოდის, დაუფარავად განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია.

31 წლის სპორტსმენმა ახსნა, რომ თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ გაცხადების გადაწყვეტილება რთულად მიიღო, თუმცა ამ ნაბიჯის შემდეგ თავი ბედნიერად და უფრო მშვიდად იგრძნო.

კრუსის თქმით, მას ოჯახმა ბოლომდე მხარი დაუჭირა. მან დედის და დის მიმართ მადლიერება გამოხატა და ასევე მოყვა, რომ მართალია, მამამისსაც ვაჟიშვილში სრულფასოვანი მამაკაცის დანახვა სურდა, მაგრამ მიდრეკილების გამო შვილზე აუგი არ უთქვამს.

მოკრივემ, რომლის გადაწყვეტილებას მხარი მწვრთნელმაც და მენეჯერმაც დაუჭირეს, დასძინა, რომ საკუთარი ორიენტაციის
გამოცხადების გამო უარყოფითი რეაქციებისთვის მზადაა.

კრუსი, რომელიც კრივის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგში თავის წონაში მეოთხე ადგილს იკავებს, პირველი აქტიური პროფესიონალი მოკრივეა, რომელმაც საკუთარი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული