მომლოცველი ტაისონი

AutoSharing Option

 

ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი მომლოცველის როლში საუდის არაბეთში გაემგზავრება. სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი მექასა და მედინას მონახულებას გეგმავს, ასევე ესტუმრება ყველა მნიშვნელოვან ისლამურ წმინდა ადგილებს.

ტაისონმა მომლოცველობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მეორე ლეგენდარულმა მოკრივემ ევანდერ ჰოლიფილდმა უარი თქვა კარიერაში მესამედ "რკინის მაიკთან" შეხვედრაზე.

მაიკმა ისლამი გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში მიიღო, როცა გაუპატიურების გამო ციხეში იჯდა, სადაც სამი წელი გაატარა. ახალი რწმენის მიღების შემდეგ მაიკ ტაისონი მალიკ აბდულ აზიზი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული