მსაჯებმა, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვება ტრაუტს მიანიჭეს - 117:111, 117:111 და 119:109.
როგორც ხედავთ, სხვაობა საკმაოდ დიდია. კოტომ მართლაც წააგო ეს შეხვედრა, მაგრამ არბიტრებისგან ასეთ შეფასებას არ იმსახურებდა. პუერტორიკოელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ღირსეულად გადაიტანა ეს მარცხი, როგორც ნამდვილ მებრძოლს შეშვენის.
ბრძოლა კოტოს აქტიური მოქმედებებით დაიწყო. ის მუდმივი
არ შეიძლება იმის თქმა, რომ კოტო მუდმივად დისტანციაზე იმყოფებოდა, რაც მას დარტყმების შესრულებაში უშლიდა ხელს. პრაქტიკულად, ყოველ რაუნდში გადიოდა ერთი-ორი მარცხენა დარტყმა, რის შემდეგაც მიგელი ცდილობდა მეტოქის ბაგირებთან მიმწყვდევას, მაგრამ ასეთ მომენტებში ოსტინი კარგ გამძლეობას აჩვენებდა.
სადღაც მესამე-მეოთხე რაუნდში ტრაუტმა დიდი ყურადღება დაუთმო კორპუსში შეტევებს. მართალია, ხანდახან ის მუცლის ქვემოთაც ურტყამდა, მაგრამ ასეთმა სამუშაომ შედეგი გამოიღო - საჩემპიონო რაუნდებში კოტო ფეხებს, პრაქტიკულად, არ ამუშავებდა.
კორპუსში დარტყმების გარდა, ჩემპიონისთვის წარმატება მოჰქონდა აპერკოტებს, ანუ იმ დარტყმებს, რომელიც ყველაზე სახიფათოა მოკრივისთვის, რომელიც მეტოქესთან მიახლოებას ცდილობს.
კოტოსთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მეექვსე რაუნდი. თავიდან მიგელმა რამდენჯერე თირკმლის არეში მოარტყა ჩემპიონს, შემდეგ აქცენტი თავზე გადაიტანა და ტრაუტი რაუნდის ბოლოს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
მაგრამ შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დადგა: დისტანციაზე ამერიკელის დამაჯერებელი მუშაობა და პუერტორიკოელის მხრიდან მეტოქის "დაჭერის" მცდელობა.
მერვე რაუნდში მიგელს დაღლილობის პირველი ნიშნები დაეტყო. მან უფრო ხანგრძლივი პაუზების აღება დაიწყო, უფრო მეტ დროს უთმობდა დაცვას. აღვნიშნავთ, რომ ამ მხრივ, კოტო ძალიან კარგად გამოიყურებოდა - შესანიშნავად იცავდა თავს კორპუსით, მაგრამ საბოლოოდ ასეთი მუშაობა წყალში ჩაიყარა იმის გამო, რომ მინიმალური წარმატება ჰქონდა შეტევაში.
მოკლედ, ტრაუტმა ხელი შეუშალა კოტოს გეგმებს - ზაფხულში შეხვედროდა ალვარესს. ახლა ამ უკანასკნელს გამოწვევა სწორედ ტრაუტმა ესროლა. რაც შეეხება კოტოს კარიერას, აქ სრული გაურკვევლობაა. გასაკვირი არ იქნება, თუ პუერტორიკოელი საერთოდ დაასრულებს გამოსვლას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"