მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) 50-ე კონვენციაზე, რომელიც მექსიკის ქალაქ კანკუნში იმართება, ალი "კრივის მეფედ" გამოაცხადეს.
გაიმართა სპეციალური ცერემონია, რომელშიც პროფესიული კრივის ასზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი ჩემპიონი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, სუპერმძიმე წონაში WBC-ის მოქმედი ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო.
ლეგენდარულ მოკრივეს თავზე გვირგვინი დაადგეს კლიჩკომ, საულ ალვარესმა და ხულიო სეზარ ჩავესმა.
გარდა ამისა, მოჰამედ ალის გადასცეს მსოფლიოს ჩემპიონის "ბრილიანტის" ქამარი, რომელიც მას წელზე შემოარტყა არგენტინელმა სერხიო მარტინესმა.
საზოგადოების
ალი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო 1964-66 და 1974-78 წლებში. პროფესიულ რინგზე მოჰამედმა 56 ბრძოლა მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. ამერიკელი კრივის ისტორიაში უდიადეს მოკრივედ მიიჩნევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"