შეინ "შუგარ" მოსლი რინგზე ბრუნდება?

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა კრივის სამყაროში - ცნობილი შეინ "შუგარ" მოსლი რინგზე დაბრუნებას აპირებს.

ივნისში, საულ ალვარესთან წაგების შემდეგ, ამერიკელმა განაცხადა, რომ ოფიციალურად ასრულებს კარიერას. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ლეგენდარულ მოკრივეს არ დაუკარგავს სპორტული ფორმა, რადგან საკრივო დარბაზში თავის ვაჟთან - შეინ მოსლი-უმცროსთან ერთად ვარჯიშობდა.

იტყობინებიან, რომ შეინს არ მოეწონა ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის პოლ მალინიაჯის გამოსვლა, რომელსაც, ბევრის აღიარებით, უსამართლოდ მიანიჭეს გამარჯვება პაბლო სესარ კანოსთან ორთაბრძოლაში.

"შეინმა იცის, რომ მას ისევ შეუძლია ისეთი ჩემპიონის დამარცხება, როგორიც არის პოლი. ის
ამას უმიზნებს", - განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

თავად შეინ მოსლის ჯერ არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული