ორთაბრძოლას, რომელიც 66,68 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა, ლას ვეგასის "გრანდ გარდენ არენამ" უმასპინძლა და მას WBO-ს ვერსიით "ათწლეულის მოკრივის" ტიტულის მფლობელი უნდა გამოევლინა.
39 წლის მარკესმა 33 წლის პაკიაო ნოკაუტში მეექვსე რაუნდის მიწურულს გაგზავნა (იხილეთ ვიდეო). ბრძოლის პერიოდში ორივე მოკრივე თითოჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში - პაკიაო მესამე რაუნდში, მარკესი კი მეხუთეში.
ეს პაკაიოსა და მარკესს შორის გამართული რიგით მეოთხე ბრძოლა იყო. წინა ორ ბრძოლაში გამარჯვება ფილიპინელს დარჩა, ერთიც ფრედ დასრულდა.
პაკიაო მსოფლიოს ექსჩემპიონია რვა წონით კატეგორიაში, მარკესი კი - ოთხში. მექსიკელთან ბოლო ბრძოლის ჩათვლით, ფილიპინელმა თავის კარიერაში 61 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 54 მოიგო (38 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა, 5 კი დათმო.
მარკესისთვის პაკიაოსთან გამარჯვება კარიერაში 55-ე იყო (40 ნოკაუტით). ამასთან, 6 ბრძოლაში ის დამარცხდა, ერთი კი ფრედ დაასრულა.